“მადლობა რეჟიმის ტყვეებს, ისტორიული ბრძოლისთვის“  - მონუმენტთან "საქართველოს მატიანე" აქციებზე დაკავებულების მხარდასაჭერად აქცია-პერფორმანსი გაიმართა.

საპროტესტო აქციაში მონაწილეობენ დაკავებულების ოჯახის წევრები და ახლობლები, ასევე, პატიმრობიდან გათავისუფლებული ნიკა კაცია და ექიმი გიორგი ახობაძე.

აქციის მონაწილეებმა მონუმენტთან სიმბოლურად საქართველოს დროშა გაშალეს.