"წინააღმდეგობის პლატფორმის“ წარმომადგენლები ევროკავშირის ელჩს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

"ეს იყო პირველი შეხვედრა ამ ფორმატში. წინააღმდეგობის პლატფორმა შეხვდა ევროკავშირის ყველა წარმომადგენელს, ელჩებს და თვით ევროკავშირის ელჩიც ესწრებოდა. ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი მუშაობის ფორმატი, პროცედურები, ასევე ვინ მონაწილეობდა ამ პლატფორმაში, როგორი იყო ეს ღია პლატფორმა, სადაც ყველა სხვა ახალჩამოყალიბებული პარტიებისთვის ასევე მზად ვართ, რომ ისინი მივიღოთ, თუკი დაეთანხმებიან ამ პლატფორმის წესებს. ასევე ის, რომ ეს პლატფორმა მუშაობს კოორდინაციაში სხვადასხვა სეგმენტთან საზოგადოების, რომლებიც თვითონ არიან ორგანიზებული სხვადასხვა ფორმით. ეს ეხება ბიზნესსექტორს, კულტურის სექტორს, არასამთავრობოებს, თუ პროტესტის მონაწილეებს, რომლებიც არიან ორგანიზებული თავ-თავიანთი ჯგუფებით. და ჩვენ, ამ ყველაფერთან ერთად, ვცდილობთ რომ პოლიტიკური პოზიციების ჩამოყალიბება მოხდეს და ამით ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია, რომ რეალურად მოვამზადოთ კოალიციური მთავრობა.

ჩვენ სერიოზულად ვუდგებით საკითხს, რომ არჩევნები უთუოდ დაინიშნება, საპარლამენტო არჩევნები, ე.ი. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად არამხოლოდ საპარლამენტო არჩევნებისთვის და ესეც იყო საკითხი, რომელიც აქ დაისვა და ჩვენ ჩვენი პოზიციები გავაჟღერეთ, მაგრამ უნდა ვიყოთ მზად ასევე არჩევნების შემდეგი დღისთვის, ანუ კოალიციური მთავრობისთვის", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა.