პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ერთობის ჯაჭვს" უერთდება.
ზურაბიშვილი საყოველთაო აქციას ზაარბრიუკენის ხიდზე შეუერთდება.
პრეზიდენტს გზად მოქალაქეები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ.
"ერთობის ჯაჭვი" საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იმართება
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ერთობის ჯაჭვს" უერთდება.
ზურაბიშვილი საყოველთაო აქციას ზაარბრიუკენის ხიდზე შეუერთდება.
პრეზიდენტს გზად მოქალაქეები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ.
"ერთობის ჯაჭვი" საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იმართება
1735451665
ცერემონია 11:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს გაგრძელდება.მიხეილ ყაველაშვილი ფიცს დადებს პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის სპეციალურად დაბეჭდილ საინაუგურაციო კონსტიტუციაზე, რომელიც პარლამენტის მუზეუმში შეინახება.ინაუგურაციას დაესწრებიან პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრები, რომელშიც შედიან პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ასევე აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები.საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი საარჩევნო კოლეგიამ 14 დეკემბერს ხუთი წლის ვადით აირჩია.
1735414014
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის და ზვიად ხარაზიშვილის მჭიდრო კავშირების შესახებ ინფორმაცია აქამდეც ჰქონდა."შეიძლება, ივანიშვილისგანაც მოდიოდეს ბრძანებები პირდაპირ. არ გამოვრიცხავ, რომ ის კავშირზე იყოს სხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან, მაგალითად ჩემი დეპარტამენტის ხელმძღვანელთან", - ამბობს შაიშმელაშვილი.ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი აღნიშნავს, რომ ბრძანების გარეშე პოლიციელი ადგილიდან არ გაინძრევა."ბრძანების გარეშე პოლიციელი ადგილიდან არ გაინძრევა. თუ არ აქვს მას მითითება განახორციელოს დევნა, ის არ გაეკიდება. იქ შეიძლება იყოს გარკვეული გადაცდომა, ცალკეულმა პოლიციელმა გადაამეტოს ძალა, მაგრამ ჯგუფურად, მასობრივად, მუდმივად? ერთი დღე იყო, კარგი, განიხილეს ეს შემთხვევები? რამე შეიცვალა მეორე, მესამე დღეს? ამ სიმძიმის ტვირთის იმ ბიჭებზე გადატანა, სისტემას აკნინებს, რომ გყავს თანამშრომლები, რომლებიც არ გემორჩილებიან", - განაცხადა შაიშმელაშვილმა.
1735414000
კურო: თუ თავს დაბნეულად გრძნობთ, ჰკითხეთ რჩევა გამოცდილ ადამიანებს. დროა, აღიაროთ შეცდომები და ნახოთ, ვინ არიან თქვენი ნამდვილი მეგობრები. ნუ გადადებთ ხვალისთვის იმას, რისი გაკეთებაც ახლა შეგიძლიათ. დივანზე დასვენების ნაცვლად, მეგობრებთან გაერთეთ.ტყუპები: ისიამოვნეთ დღევანდელი შეხვედრებით და რეალობით. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.კირჩხიბი: დღის ენერგიები მიმართეთ პროფესიონალიზმის წარმოსაჩენად; შესაძლოა, მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოთ.ლომი: წარმატების დღეა; თქვენი ფერადი ოცნებები ფრთებს ისხამს და ახალი პერსპექტივისკენ მიმავალი გზები იხსნება.ქალწული: ღიმილი და მეტი ოპტიმიზმი დღეს განსაკუთრებით გჭირდებათ. ყველა დაბრკოლების გადალახვა შესაძლებელია, როდესაც გაქვთ საკუთარი თავის რწმენა.სასწორი: გამოიჩინეთ გაბედულება და ინიციატივა სამსახურში, განსაკუთრებით ხელფასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად.მორიელი: ნუ დაელოდებით პირველი ნაბიჯის გადადგმას სხვისგან; აიღეთ ინიციატივა თქვენს ხელში.მშვილდოსანი: დღეს მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებს; შეგიძლიათ დაკავდეთ საახალწლო სამზადისით და შეიძინოთ საჩუქრები ახლობლებისთვის.თხის რქა: თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება გჭირდებათ, გაიარეთ კონსულტაცია გამოცდილ ადამიანებთან.მერწყული: ურთიერთობებში სიახლეები გელით, რაც გაამყარებს თქვენს კავშირებს; შესაძლოა, ერთად წამოიწყოთ რაიმე პროექტი.თევზები: ნუ გადაიღლებით; დაგეგმეთ საქმეები ეტაპობრივად და იზრუნეთ ოპტიმისტურ განწყობაზე.
1735412231
მისივე თქმით, ხვალ იტყვის, როგორი იქნება შემდეგი დღეები."მოგესალმებით ორბელიანების სასახლიდან. აქ ვარ, აქ ვიქნები, ღამესაც აქ ვატარებ. ხვალ, დილის 10 საათზე გელოდებით ორბელიანების სასახლესთან და აქედან გეტყვით როგორი იქნება ხვალინდელი დღე. გეტყვით, როგორი იქნება შემდეგი დღეები და როგორი იქნება გამარჯვების დღეები", - აცხადებს პრეზიდენტი.
1735410200
"ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს და ქართველი ხალხის მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დავუდასტურე.საქართველოს მომავლისთვის აუცილებელია, ხელისუფლებამ იპოვოს გზები დემოკრატიულ პროცესში ნდობის აღსადგენად.მკაცრად ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ და პრეზიდენტის მიმართ მუქარას", - წერს ალან კარისი სოციალურ ქსელში.
1735409773
"მომდევნო კვირას "ქართული კოშმარის არაღიარების აქტს" წარვადგენ, რომელიც აუკრძალავს შეერთებულ შტატებს საქართველოში არალეგიტიმური დიქტატორული რეჟიმის აღიარებას და აღიარებს სალომე ზურაბიშვილს, როგორც ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერს საქართველოში მანამ, სანამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ იქნება ჩატარებული", - წერს უილსონი.
1735405915
პოლკოვნიკი ამბობს, რომ საქართველო უსაფრთხოების მიზნით დატოვა, რადგან მას ოჯახის ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ. მეტიც, ნოდარ მელაძისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუდან ირკვევა, რომ მას შემდეგ რაც, ირაკლი შაიშმელაშვილმა ზემდგომებს სამსახურიდან წასვლის შესახებ აცნობა, მას "ხარებას" მოადგილე ფიზიკურად გაუსწორდა."იყო საუბარი, რომ ამ მომენტში (პროევროპული მარშის პარალელურად) ეს (სამსახურიდან წასვლა) ღალატის ტოლფასი იყო. მინისტრის მოადგილემ მითხრა, ამ პროცესების გამო მიდიხარო, დავუდასტურე, რომ მათ შორის ამ პროცესების გამო მოვდივარ, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ამას, ძალიან ცუდი გაგრძელება მოჰყვა - ფიზიკური ანგარიშსწორების! ჩხუბი მომივიდა" - ამბობს შაიშმელაშვილი.ნოდარ მელაძის დამაზუსტებელ კითხვაზე, იყო თუ არა ფიზიკური თავდასხმა მასზე, მას შემდეგ რაც თქვა, რომ სამსახურიდან მოდიოდა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა თქვა:"ბოლო დღეს, როცა წამოსვლას ვაპირებდი, ჩაბარებული მქონდა ყველაფერი, ოთახი დაცლილი მქონდა, მანქანა, გასაღები ჩაბარებული მქონდა, ID ბარათი ჩავაბარე, მშვიდად ვაპირებდი წამოსვლას, თუმცა ამის საშუალება არ მომცეს. ამ დროს "ხარებას" (ზვიად ხარაზიშვილის) ერთ-ერთი მოადგილე შემოვიდა და პროვოცირება სცადა. მას (ზვიად ხარაზიშვილს) ორი მოადგილე ჰყავს - ჩემი კურატორი მოადგილე, მილერი ლაგაზაურია, მეორე მოადგილე მირზა კეზევაძეა. მე მილერისთან მქონდა საუბარი, ავუხსენი, მერე მირზა შემოვიდა, მირზასთან მომივიდა კონფლიქტი. მირზამ უთხრა მილერის, რომ "მოგატყუაო". როცა დავუფიქსირე რომ კი, ამ პროცესების გამო მივდიოდი, როცა ჩვენი შვილების ტოლა ახალგაზრდებს ქუჩაში სცემენ და ამ ყველაფრის მონაწილე ვარ, უბრალოდ აღარ მინდა აქ მუშაობა.კეზევაძე მეძახდა მოღალატეს, (იყო ფიზიკური ანგარიშსწორება) ვიჩხუბე, შეურაცხყოფას მაყენებდა", - ამბობს გდდ-ის ერთ-ერთი ყოფილი შეფი.ირაკლი შაიშმელაშვილის თქმით, "ხარებას" მოადგილის მხრიდან თავდასხმას, სატელეფონო მუქარები მოჰყვა."თუკი ვინმე შეიძლებოდა, ჩემთან დაეკავშირებინათ, ყველამ დამირეკა. იყო პირდაპირი და ასევე ირიბი მუქარები. მემუქრებოდნენ შვილებზე. ყველაზე მძიმე აღმოჩნდა ის, რომ ეს წლები მჯეროდა, რომ სხვისი უსაფრთხოება უნდა დამეცვა და პირველად გავაანალიზე, რომ საკუთარი შვილები მყავს დასაცავი ქვეყანაში, სადაც, შეიძლება, სამართალი ვერ ვიპოვო. ამ ინტერვიუს მერე ფრენა მაქვს და საერთოდ მივდივარ ქვეყნიდან" - განაცხადა პოლკოვნიკმა, რომელმაც ძალოვანი უწყება 22-წლიანი მუშაობის შემდეგ დატოვა.რაც შეეხება მის მიერ წამოსვლამდე FB -ზე გამოქვეყნებულ სტატუსს, სადაც შაიშმელაშვილმა სოციალურ ქსელში 3 დეკემბრით დათარიღებული პატაკი გამოაქვეყნა და პოსტს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები დაურთო, გდდ-ის ყოფილი შეფი ამბობს რომ ამ ჟესტით თავი გადაიზღვია:"მე მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს, რადგან ვიცი, რაზე შეიძლება, ესენი წასულიყვნენ, რა შეიძლება, ეკადრათ, FB პოსტიც გადაზღვევა იყო", - აღნიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა.
1735404329
"თავისუფლების სული შეუვალია. დღეს ქართველი ხალხი ერთობის ჯაჭვში იდგა დემოკრატიისა და მათი ევროპული მომავლისთვის, ისევე როგორც ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ხელჩაკიდებული იდგნენ ბალტიისპირეთში საბჭოთა ციხიდან გამოსასვლელად. ძვირფასო ქართველებო, იყავით ძლიერები, ლიეტუვა თქვენთანაა!" - წერს კესტუტის ბუდრისი.
ნოშრევან ნამორაძე თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს
1734954127
შალვა ნათელაშვილი - ხალხურად და ზნეობრივად ამას ჰქვია ხალხისთვის ზურგში დაშნის ჩაცემა
1735301773
"ბევრი კითხულობს, თუ როგორ აღმოჩნდა ბაქოდან გროზნოსკენ მიმავალი თვითმფრინავი ყაზახეთში, ამაზე პასუხი რამდენადაც მარტივია, იმდენად შემზარავია"
1735207576
თბილისში "საახალწლო სოფელი" გაიხსნა
1734774841
კოლსი - მტკიცება, რომ ეუთო/ოდირმა არჩევნებს ლეგიტიმაცია მიანიჭა, სიმართლეს ვერ დამალავს
1734854757