600 დღეზე მეტი გავიდა, თუმცა პროტესტს "ქართულმა ოცნებამ" ვერაფერი მოუხერხეს, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა "შაბათის მარშზე" განაცხადა.

მისი თქმით, პროტესტი "ქართულ ოცნებას" აგიჟებს, სწორედ ამიტომ აკავებენ ადამიანებს ქუჩაში ფურცლით დგომის გამო.

"ეს პროტესტი რეალურად აგიჟებთ მათ - ამიტომაც არის ყველა ის ნაბიჯები რასაც მათგან ვხედავთ: რეპრესიული კანონები და ისიც რაც შიგნით ხდება. "ოცნება" პრაქტიკულად ჩაძირულია კორუფციის მორევში და ერთმანეთის ნდობა აღარ შერჩათ. პროტესტი არის ის გამომწვევი მექანიზმი, რაც მათზე ძალიან დიდ ეფექტს ახდენს. ბოლოსკენ მივდივართ" - განაცხადა ზურაბიშვილმა. 

მარშის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, გასულ კვირას, ვერაზე მოკლულ 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის ხსოვნას.

პროტესტის მონაწილეებმა გაშალეს საქართველოს და ამერიკის გიგანტური დროშა.

აქციის მონაწილეები აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.