2026 წლის ივლისში რუსეთის არმიამ წლის დასაწყისიდან ყველაზე მეტი ადამიანური დანაკარგი განიცადა. მტერმა ერთ თვეში თითქმის 43 000 ჯარისკაცი დაკარგა, - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.

გენერალური შტაბის მონაცემებით, წელს რუსეთის დანაკარგები ბრძოლის ველზე ასე გამოიყურება: იანვარი - 31,710; თებერვალი - 26,090; მარტი - 31,960; აპრილი - 32,980; მაისი - 33,760; ივნისი - 39,290; ივლისი - 42,860 (რეკორდული მაჩვენებელი 2026 წლისთვის).

"საერთო ჯამში, 2026 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში, მტრის დანაკარგებმა 238 650 ადამიანი შეადგინა“, - წერს გენერალური შტაბი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დროს დაახლოებით 1.6 მილიონი ჯარისკაცი დაკარგა. მათგან დაახლოებით 700 000 დაიღუპა.

ჯერ კიდევ 2026 წლის იანვარში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ამ ომის დროს 1.2 მილიონი ჯარისკაცი დაკარგა, რაც უკვე აღემატება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნებისმიერ ომში დანაკარგებს.