დღეს "რუსული კანონის" სანქციების ნაწილი ამოქმედდა. ფინანსური დახმარება ადგილობრივ და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეუწყდათ. უდიდესი დარტყმა მიიღეს მედიამ და ჟურნალისტებმა, - ამის შესახებ ერთიანობის" წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სანქციებს აქვს ერთადერთი მიზანი, რომ ჟურნალისტები და თავისუფლებისთვის მებრძოლი საზოგადოების წარმომადგენლები გააჩუმონ.

"დღეს "რუსული კანონის"  სანქციების ნაწილი ამოქმედდა. ფინანსური დახმარება ადგილობრივ და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეუწყდათ. უდიდესი დარტყმა მიიღეს მედიამ და ჟურნალისტებმა, ფინანსური დახმარება, ასევე შეუჩერდათ შშმ პირებს, სოციალურად დაუცველ ბავშვებს, ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს - ქალებს და ბავშვებს. ასევე, მცირე მეწარმეებს, ფერმერებს, რომლებიც დასავლეთისგან ფინანსურ მხარდაჭერას იღებდნენ. დღეს ჩვენ გადავედით კიდევ უფრო ახალ, მძიმე ფაზაში, იმიტომ, რომ  დღეს ის სუბიექტები, ვინც საზოგადოებას აწვდიდნენ ინფორმაციას ხელისუფლების კორუფციული გარიგებების შესახებ, კალაძისა და ღარიბაშვილის მრავალათასიანი საათების შესახებ. ჟურნალისტები, რომლებიც საუბრობდნენ მთაში არსებულ გაჭირვებაზე, მთაში მცხოვრები ადამიანების პრობლემებზე, უშუქობაზე, უგზოობაზე, ეს ადამიანები უკვე სანქცირებას ექვემდებარებიან. სანქციები, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ არის ძალიან მაღალი და ამას აქვს ერთადერთი მიზანი, რომ ჟურნალისტები და თავისუფლებისთვის მებრძოლი საზოგადოების წარმომადგენლები გააჩუმონ", - განაცხადა თამარ კორძაიამ.