საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელიც ანტონიო კოშტას ინიციატივით გაიმართა, - ინფორმაციას ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

"ანტონიო კოშტამ სალომე ზურაბიშვილს დეტალური ინფორმაციის მიწოდება სთხოვა საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ, როგორც დემოკრატიული დარღვევების ასევე, რეპრესიების მიმართულებით.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა: გაყალბებული არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, კატასტროფულ დემოკრატიულ უკუსვლას, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, კრიტიკულ მდგომარეობას მედიაში და რუსეთის გაძლიერებულ გავლენებს. 

პრეზიდენტი კოშტა დაინტერესდა რა მოლოდინები არსებობს ქვეყანაში საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის მხრიდან ევროკავშირის მიმართ“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.