საქართველო ბელორუსი არ არის - უნდა დავივიწყოთ ეს ფრაზა. საქართველო ბელორუსია ჩვეულებრივად, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ნანუკა ჟორჟოლიანის სახლის ჩხრეკასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ნანუკა ჟორჟოლიანი ჟურნალისტია, რომლის ტელეფონის ჩამორთმევაც არ შეიძლება.

"ტერორია. ჟურნალისტია, რომლის ტელეფონის ჩამორთმევა უბრალოდ, არ შეიძლება. ჟურნალისტური საიდუმლოება შეიძლება იყოს შიგნით და დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. 

საქართველო ბელორუსი არ არის - უნდა დავივიწყოთ ეს ფრაზა. საქართველო ბელორუსია ჩვეულებრივად", - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

დილიდან ჩხრეკა რამდენიმე ადამიანის სახლში მიმდინარეობდა. ამ დროისთვის სამართალდამცველები ნანუკა ჟორჟოლიანის შვილის და ძმის სახლებში არიან შესულები.

საქმე სავარაუდოდ, პროკურატურის მიერ საბოტაჟის საქმეზე ვატო შაქარიშვილის მიმართვის შედეგად დაწყებულ გამოძიებას ეხება. ამ გამოძიების ფარგლებში „ნანუკას ფონდის”, „ფროსფერითის”, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის”, „სირცხვილიას” და „ფონდის ერთმანეთისთვის” საბანკო ანგარიშები დააყადაღეს.