საქართველოს ათი ათასობით და ასი ათასობით მოქალაქეს მოვუწოდებთ, 25-ში, 19:00 საათზე თსუ-სთან ვიყოთ ბევრნი და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ვიქნებით ბევრნი, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა თენგო თევზაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლო პროცესებზე დარღვეულია თანასწორობის პრინციპი.

"საქართველოს ათი ათასობით და ასი ათასობით მოქალაქეს მოვუწოდებთ, 25-ში, 19:00 საათზე თსუ-სთან ვიყოთ ბევრნი და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ვიქნებით ბევრნი.

ჩვენ წინა ორი დღე და დღევანდელი დღის შუამდგომლობის ნაწილზე მთელს საქართველოს დავანახეთ და ვუთხარით ის სიმართლე, რა სიმართლეც ჩვენს მხარეს არის. ჩვენ გვაქვს ერთადერთი ინსტრუმენტი და იარაღი, ეს არის სიმართლე და მეორე მხარეს არის ის, რაც, ფაქტობრივად, არის პლენუმი მხარს უჭერს პროცესის დროს „ქართულ ოცნებას“ და დარღვეულია თანასწორობის პრინციპი. ისე აქეს სარჩელი, მსგავსი რამ იქაც არ წერია, ანუ „ქართული ოცნება“ - სარჩელის წარმდგენი 88 დეპუტატი ამბობს, რომ ეს არ გვიწერიაო და გუშინ ვნახეთ მოსამართლე მეთოფიშვილი, ჩაწიკწიკებულია ყველაფერი, ისე კარგად წერიაო“, - განაცხადა თენგო თევზაძემ.

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება.