სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა ყეინიშვილი, მისი კანდიდატი იყო და გადასარევად იცოდა მისი კორუმპირებულობის შესახებ, ზურაბიშვილს რა მოტივაცია ჰქონდა, ეს ადამიანი კანდიდატად რომ წარადგინა? გრძნობს ამაზე პასუხისმგებლობას? აღიარებს საკუთარ შეცდომას? - წერს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში.

"სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა - მისი კანდიდატი იყო და გადასარევად იცოდა მისი კორუმპირებულობის შესახებ. ქოცებს ახლა რაში დასჭირდათ მის წინააღმდეგ საქმის აღძვრა, არ ვიცი, მაგრამ ზურაბიშვილს რა მოტივაცია ჰქონდა, ეს ადამიანი კანდიდატად რომ წარადგინა? გრძნობს ამაზე პასუხისმგებლობას? აღიარებს საკუთარ შეცდომას?“ - წერს ანა წითლიძე.

პროკურატურამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეროვნული ბანკის წერილის საფუძველზე, სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის უკანონო მონაწილეობის ფაქტზე ნანა ყეინიშვილის მიმართ გამოძიება დაიწყო.

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პარლამენტმა 2023 წლის სექტემბერში სალომე ზურაბიშვილის წარდგინების საფუძველზე დაამტკიცა.