26 ოქტომბერს გამარჯვების შემდეგ ქართველი ხალხი უნდა დაუბრუნდეს ევროპული და ევროატლანტიკური განვითარების ტრაექტორიას, -  ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, "ოცნებას" ფორუმზე მხოლოდ ქართველი ხალხის გამო იწვევენ.

"არანაირი ილუზია "ქართული ოცნების"  შესახებ არ აქვთ, მაგრამ საქართველოს მთავრობას თუ კიდევ რაიმე ფორუმზე იწვევენ, იწვევენ ერთადერთი ნიშნით -  ბოლომდე არ ჩაწყდეს კავშირები ქართველ ხალხთან, რადგან 26 ოქტომბერს გამარჯვების შემდეგ ქართველი ხალხი უნდა დაუბრუნდეს ევროპული და ევროატლანტიკური განვითარების ტრაექტორიას", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ნატოს საიუბილეო სამიტში საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც 10 ივლისს მონაწილეობას მიიღებს ქვეყნების ფორმატში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. ილია დარჩიაშვილი ასევე დაესწრება სამიტის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს და გამართავს ორმხრივ შეხვედრებს.