ვითხოვ პენიტენციურის ახალი გენდირექტორისგან თუ ჩემთვის არა, დანარჩენი პატიმრებისთვის მაინც ამ ელემენტარული უფლების აღდგენას, ნუ უმძიმებთ მათ ისედაც მძიმე ყოფას. არ გაჩერდნენ, სანამ პენიტენციურის კრიმინალმა უფროსმა პატარიძემ, არა მხოლოდ მე ჩამომართვა ვიდეო "ფლეშკების" შემოტანის უფლება, არამედ ეს რომ შეენიღბათ, ყველა პოლიტტყვეს და დანარჩენ პატიმრებსაც, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, გვახარიას ქცევას "мелкий пакостник" ჰქვია.

"ამ ორიოდე თვის წინ, თვითგამოცხადებულმა კინოს გურუმ, გოგი გვახარიამ და მისმა მინი კუტოკმა, დანოსი გამოაცხვეს ფეისბუკზე, მიშამ ციხეში "ოდისევსი" ჩემზე ადრე ნახაო. ხოდა მანამდე არ გაჩერდნენ, სანამ პენიტენციურის კრიმინალმა უფროსმა პატარიძემ, არა მხოლოდ მე ჩამომართვა ვიდეო "ფლეშკების" შემოტანის უფლება, არამედ ეს რომ შეენიღბათ, ყველა პოლიტტყვეს და დანარჩენ პატიმრებსაც. 

ყველაზე მეტად იმაზე ვარ გაბრაზებული, რომ ფილების გარდა, ვეღარ ვიღებ ჩემი ალისას ვიდეოებსაც. არ მაქვს შესაძლებლობა ვიდეოთი მაინც შევიტყო, თუ როგორ იზრდება და ვითარდება ჩემი შვილი. არადა ალისას ვიდეოებს მრავალი მილიონი ნახვა აქვს (რისიც ასევე შურს ბაბლს) და ერთადერთი ვინც მას ვერ უყურებს, მისი მამაა.

მაინტერესებს "კინომცოდნე" გვახარია უკეთესად გრძნობს თავს, რომ მისი წვრილმანი შურიანობა "ქოცებმა" გამოიყენეს 13 ათასი პატიმრისთვის კინო კონტენტის აკრძალვის საბაბად? მას იმ ერთადერთ უცხო ენაზე, რომელსაც გვახარია ფლობს "мелкий пакостник" ქმედება ჰქვია. 

რაც შეეხება მე, რაც არ უნდა გაიხეს შუაზე ბაბლი, ამ სერიალის ბოლო სერიას ისევ მე გადავიღებ და მათ ეპიზოდური უარყოფითი როლებით შემოვფარგლავ.

კატეგორიულად ვითხოვ პენიტენციურის ახალი გენდირექტორისგან თუ ჩემთვის არა, დანარჩენი პატიმრებისთვის მაინც ამ ელემენტარული უფლების აღდგენას, ნუ უმძიმებთ მათ ისედაც მძიმე ყოფას.

და კუტოკს მინდა ვუთხრა, აი, სარკეში ჩაიხედეთ და თქვენ თავს ჰკითხეთ, რით ხართ "ქოცებზე" უკეთესი და გაიაზროთ თქვენი პასუხისმგებლობა, იმ უბედურებისთვის, რომელშიც ვიმყოფებით", - წერს მიხეილ სააკაშვილი.