ის შეეწირა იმ დაბეზღებებს, იმ ცილისწამებებს, იმ შავ კამპანიებს, რასაც ის წლების განმავლობაში აწარმოებდა და ახლა კობახიძის ჯერია, - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.

"მამუკა მდინარაძის გათავისუფლება ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს, ჩვენ წინ გვაქვს ძალიან სერიოზული პოლიტიკური პროცესი და ამ ფონზე ირაკლი ღარიბაშვილს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ძალიან სწორად გაიაზროს ჩემი და ჩვენი პარტიის შეთავაზება, აი, ამ ბრძოლაშია ირაკლი ღარიბაშვილის სიმართლის გამარჯვების გზა. 

ის შეეწირა იმ დაბეზღებებს, იმ ცილისწამებებს, იმ შავ კამპანიებს, რასაც ის წლების განმავლობაში აწარმოებდა და ახლა კობახიძის ჯერია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილი მომწიფებულია იმისათვის, რომ მიაბრძანოს ირაკლი კობახიძე და ეს მალე მოხდება", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა.