შეხვედრა, რომელიც შედგა ევროპის წამყვანი სახელმწიფოების ლიდერებს შორის, იყო სწორედ იმის თაობაზე, რომ გადამწყვეტი ზომების მიღების მომენტი დადგა, - ამის შესახებ „სამოქალაქო იდეას“ თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" მიერ ოპოზიციონერი ლიდერების დაკავება უყურადღებოდ არ დარჩება.

"აგრესია, თუ რა ვიცი, რა შეგვიძლია, ამას დავარქვათ, რაც "ქართულმა ოცნებამ" გამოავლინა, იმ ტიპის მკვეთრი მოძრაობა, რომელიც განახორციელა, რომ ქვეყნის, პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელი საპატიმროში ჰყავს გამომწყვდეული, ვერ დარჩებოდა ასე უბრალოდ მარტივად და შეხვედრა, რომელიც შედგა ევროპის წამყვანი სახელმწიფოების ლიდერებს შორის, იყო სწორედ იმის თაობაზე, რომ გადამწყვეტი ზომების მიღების მომენტი დადგა",  - განაცხადა თინა ხიდაშელმა. 

საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ევროპულ საქმეთა მინისტრების ინიციატივით, საქართველოს საკითხთან დაკავშირებით პარტნიორ ქვეყნებს შორის საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.