ამ ქვეყანაში შექმნილია კაზინოების, ნარკოტიკების, “ქოლცენტრების”, საბანკო ოლიგარქიის ეკონომიკა და სივრცე აღარ დარჩა მოქალაქეს, მრევლს, რომ ელემენტარულად იცხოვრონ ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამის მტკიცებულებები „ოცნების“ მაღალჩინოსანმა გოგაშვილმა წარმოადგინა, რომ არსებობდა "კრებსები“, სადაც ხელისუფლება უსმენდა სასულიერო პირებს, მათ წარმომადგენლებს და ამას ზეწოლისთვის იყენებდა.

"ყველას კარგად გვახსოვს 2012 წელი და შემდგომი წლები, სადაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას სამღვდელოების, საპატრიარქოს მხარდაჭერა ჰქონდა. ეს გასაგებია, რატომ და რის გამო ჰქონდა, მაგრამ ჩვენ ხომ ვხედავთ, როგორც ერი ხედავს, ამ ხელისუფლების ავაზაკობას, ამ ხელისუფლების რუსეთის ნარატივებით მმართველობას, ასე ვთქვათ, ამ ხელისუფლების მიერ ეროვნული ინტერესების ღალატს - ამას ერი ხედავს, ბერი ხედავს, ჩვენი ეკლესია ხედავს, საით მიექანება ჩვენი ქვეყანა. ამ ქვეყანაში შექმნილია კაზინოების, ნარკოტიკების, “ქოლცენტრების”, საბანკო ოლიგარქიის ეკონომიკა და სივრცე აღარ დარჩა მოქალაქეს, მრევლს, რომ ელემენტარულად იცხოვრონ ამ ქვეყანაში. ამის მტკიცებულებები „ოცნების“ მაღალჩინოსანმა გოგაშვილმა წარმოადგინა, რომ არსებობდა „კრებსები“, სადაც ხელისუფლება უსმენდა სასულიერო პირებს, მათ წარმომადგენლებს და ამას ზეწოლისთვის იყენებდა. ბუნებრივია, ეს ინფორმაცია ამოტივტივდა საზოგადოებაში, მათ შორის, ეკლესიის წარმომადგენლების", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

მეუფე იობმა ქადაგებისას განაცხადა, რომ დღეს საქართველოს ურწმუნო ხელისუფლება ჰყავს და თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა.