შეცდომები, არაპროფესიონალიზმი და კორუფციული საკითხები ნაწილობრივ მაინც რომ გამოსწორებულიყო, პენსიის გაზრდის მნიშვნელოვანი რესურსი იქნებოდა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

"ქართული ოცნება" ადამიანებს ადამიანებად არ თვლის. ჩვენს ქვეყანაში არის რვაასი ათასი პენსიონერი, აქედან მათი დიდი ნაწილი არის ასაკობრივი პენსიონერი. 70 წლამდე პენსიონერების პენსია არის 370 ლარი, მისი მსყიდველობითუნარიანობა არის ორჯერ ნაკლები, ვიდრე იყო 2012 წელს. 

2013 წელს პენსია იყო 110 ლარი, წარმოუდგენელი რამეა. რეალური მსყიდველობითუნარიანობის მიხედვით, 13 წელიწადში პენსია გაიზარდა 25 ლარით - ეს ხომ წარმოუდგენელია.

შეცდომები, არაპროფესიონალიზმი და კორუფციული საკითხები ნაწილობრივ მაინც რომ გამოსწორებულიყო, პენსიის გაზრდის მნიშვნელოვანი რესურსი იქნებოდა, მაგრამ მეორე მხარეს გვაქვს ტოტალური ძარცვა ქვეყნის რესურსების", - განაცხადა რომან გოცირიძემ.