ართანამშრომლობა რა არის? შსს-ს ყველა ეთანამშრომლება, პარლამენტმა მიიღო არასწორი კანონები და ყველა კანონს ვასრულებთ, სასამართლო სისტემას ვეთანამშრომლებით და ართანამშრომლობა რაში გამოიხატება?!, - ამის დამოუკიდებელმა პოლიტიკოსმა ნიკა ობოლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკოსებმა გამოსავალი უნდა დაანახოს მოსახლეობას.

"წელიწად-ნახევარია ვიძახით - ცეცხლი ოლიგარქიასო, ძლივს ერთი კაცი გამოჩნდა - ალეკო ელისაშვილი, რომელმაც რასაც ჩვენ ვამბობდით იმის გაკეთება სცადა, მაგრამ დღეს არც ალეკო ელისაშვილს ახსენებს ვინმე, რომ სწორად იქცეოდა და არც იმ ხალხს, ვინც 4-ში რამის გაკეთება სცადა, არც არავინ ამბობს იმას, რომ ეს გზა არის სწორიო, ფაქტობრივად, ეს ხალხი გარიყულია. ანუ, დავამტკიცეთ, რომ არჩევნებს აზრი არ აქვსო, რევოლუციას აზრი არ აქვსო და მოვიგონეთ მესამე გზა - მუდმივი დემონტაჟი და გზების გადაკეტვა. ერთი წელი იძახდნენ, რომ ქუჩა თუ გადაიკეტება შეიძლება 445 დღეს ჩამოიშალოს რეჟიმიო და ქუჩა აღარ იკეტება, მაგრამ პოლიტიკური ლიდერები თუ ამ გზას ირჩევენ, გაუგებარია, რატომ არ კეტავენ მაშინ ქუჩებს?! გაუგებარია. საერთოდ, ართანამშრომლობა რა არის - ორასი მილიონით არის გაზრდილი 2025 წლის ბიუჯეტი საგადასახადო ნაწილში, ანუ, ფინანსთა სამინისტროს ყველა ეთანამშრომლება, გადასახადებს ყველა იხდის, შსს-ს ყველა ეთანამშრომლება, პარლამენტმა მიიღო არასწორი კანონები და ყველა კანონს ვასრულებთ, სასამართლო სისტემას ვეთანამშრომლებით და ართანამშრომლობა რაში გამოიხატება?! რა არის ართანამშრომლობა?! საბოლოო ჯამში, უნდა ვთქვათ პოლიტიკოსებმა, საით მივდივართ და რა არის გამოსავალი", - განაცხადა ნიკა ობოლაძემ.