სქროლვის დეპარტამენტის თათბირი გაუმართავს ივანიშვილის მინისტრს. ცდილობს ეს პატარა აიჰმანები გაამხნეოს. როდის მოიწვიეს თათბირი 17 წლის ნიკას მკვლელობის შესახებ, რომ საზოგადოებისთვის ეთქვათ სიმართლე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე წერს.

"ვცდილობ ემოციამ არ ამიტანოს და პრაგმატული კითხვები გავაჟღერო, მაგრამ ეს შედარება ყველამ უნდა დაინახოს:

სქროლვის დეპარტამენტის თათბირი გაუმართავს ივანიშვილის მინისტრს. ცდილობს ეს პატარა აიჰმანები გაამხნეოს.

როდის მოიწვიეს თათბირი 17 წლის ნიკას მკვლელობის შესახებ, რომ საზოგადოებისთვის ეთქვათ სიმართლე:
რატომ ჰქონდა იარაღი მკვლელს. რატომ ვერ მოხერხდა კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზიის ჩამორთმევა პოტენციური მკვლელისთვის და ამ ბავშვის გადარჩენა. გაეცით პასუხი. ვთხოვ მედიას, ამ კითხვების დავიწყების საშუალება და სტატისტიკაში გადატანა არ დავუშვათ", - წერს ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში.