თეა წულუკიანის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ რეფორმების გზით ქვეყანა წინ მიჰყავს.

როგორც მან "იმედის" ეთერში, გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ აღნიშნა, საქართველო არასდროს იქნება ბრიუსელის ხელის ბიჭი.

"თვითონ ევროკავშირის, ევროკომისიის დოკუმენტები მოწმობს, რომ ჩვენ წინ ვართ მოლდოვასა და უკრაინაზე. მაგრამ დღეს, წინა პერიოდისგან განსხვავებით ამის აღიარება არ ხდება და არ ხდება იმიტომ, რომ ბრიუსელმა დაინახა, რომ ჩვენ ყველაფრის ფასად ვერ ვიქნებით ხელის ბიჭი, ხელის ბიჭები სხვა ქვეყნებში ეძებონ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან მალე გაუმჯობესდება. 

წულუკიანმა აღნიშნა, რომ როგორც კი რეგიონში ვითარება დამშვიდება, ომიც დასრულდება, ევროკავშირი დაუბრუნდება ძველ ურთიერთობებს.

"არის წითელი ხაზები: სუვერენიტეტი, ეროვნული ინტერესი, ტერიტორიული მთლიანობა - შედი ევროკავშირში და დაივიწყე შიდა ქართლი და აფხაზეთი, დავთანხმდეთ ამას?! არის რაღაცები, რასაც ჩვენ წითელ ხაზს ვეძახით, არის, რომ ჩვენ ბავშვები, ჩვენი კულტურა, ეროვნული მენტალიტეტი დაცული უნდა იყოს“, - განაცხადა წულუკიანმა.