სადამდე მიიყვანს ამ ქვეყანას მათი ნაბიჯები, ამის პროგნოზირება მარტივია, რადგან, ცხადია, იქნება კიდევ უფრო მეტი სანქცია, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა თენგო თევზაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ყველაფერს შესაძლოა, რუსეთთან ურთიერთობებისა და რკინიგზის აღდგენა, შემდეგ კი შეუქცევადი პროცესები მოჰყვეს.

"საბოლოო ჯამში, სადამდე მიიყვანს ამ ქვეყანას მათი ნაბიჯები, ამის პროგნოზირება მარტივია, რადგან, ცხადია, იქნება კიდევ უფრო მეტი სანქცია. 

ბიძინა ივანიშვილი კრიმინალებთან ერთად, სეპარატისტებთან და რუსებთან ერთად აკეთებს ფულს. ჩვენ ჩამოგვიყალიბდა ე.წ. ხელისუფლება, რომელიც შეეკრა სეპარატისტებს, შეეკრა რუსეთს და საქართველო ერთის მხრივ აქციეს სანქციებისთვის თავის არიდების ყველაზე მთავარ ტერიტორიად და მეორე - საქართველო აქციეს იმ ერთადერთ სახელმწიფოდ, სადაც გავრცელდა პირდაპირ რუსული გზავნილი "გრუს" მიერ მოფიქრებული, რომელიც, ამბობს, რომ საქართველოში არის რუსოფობია. 

საბოლოო ჯამში, ჩვენ არ უნდა მივცეთ ამ რეჟიმს შესაძლებლობა, რომ ეს ნორმალიზდეს, რადგან ამას უკვე შემდეგ მოჰყვება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, შესაძლოა, რკინიგზის აღდგენაც და ამას მოჰყვება შეუქცევადი პროცესი", - განაცხადა თენგო თევზაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის ახალი პარტია შეიტანეს.