"ქართული ოცნება" და ირაკლი კობახიძე ავტორიტარული ქმედებების გამო, იმდენად მიუღებელია არა მხოლოდ ოპოზიციისთვის, არამედ ევროკავშირის ელჩებისთვის, რომ დემარშის სახით, ევროკავშირის ელჩებიდან მხოლოდ ერთი - უნგრეთის ელჩი ესწრება პრემიერის ანგარიშს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისი თქმით, კობახიძის ტყუილების მოსასმენად პარლამენტში მოსვლა არავის სურს.

"ქართული ოცნება" და ირაკლი კობახიძე, როგორც ივანიშვილის პრემიერი მისი ავტორიტარული ქმედებების გამო, იმდენად მიუღებელია არა მხოლოდ ოპოზიციისთვის, არამედ ევროკავშირის ელჩებისთვის, რომ დემარშის სახით, ევროკავშირის ელჩებიდან მხოლოდ ერთი - უნგრეთის ელჩი ესწრება პრემიერის ანგარიშს.

პროტოკოლით გათვალისწინებულია, როგორც სავალდებულო ყველა ელჩის დასწრება, თუმცა ეს კიდევ ერთხელ გამოხატავს იმ მიუღებლობას "ქართული ოცნებისადმი", რომელმაც ამ ქვეყნის ევროპული მომავალი თავისი ავტოკრატიული ქმედებების გამო, გაყინა მინიმუმ ოქტომბრამდე, შესაბამისად, რა თქმა უნდა, პრემიერის ტყუილებისა და ანტიდასავლური დეზინფორმაციის მოსასმენად აქ არა მხოლოდ ოპოზიცია არ გახლავთ, არამედ მათ შორის ევროკავშირის ელჩები", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ყოველწლიურ ანგარიშს უსმენენ. მოსმენას ოპოზიციონერი დეპუტატები და ევროკავშირის ელჩების ნაწილი არ ესწრება.