ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა საქართველოს დემოკრატიულ პოლიტიკური ძალებთან ერთად დიდი ბრიტანეთის დელეგაციის წევრებს შეხვდა, - ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

"შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორმხრივ ფორმატში ისაუბრეს ხვალინდელ დებატებზე საქართველოს შესახებ.

ასევე განიხილეს ბრიტანეთის მხრიდან პერსონალური სანქციების აუცილებლობა ივანიშვილზე, მის პროპაგანდისტებზე, განსაკუთრებით "იმედის" მფლობელ რუხაძეზე და ძალადობრივი რეჟიმის სხვა წარმომადგენლებზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.