"ქართული ოცნება“ საქართველოს ჩინეთის "კომუნისტურ პარტიაზე“ ყიდის", - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.

რესპუბლიკელი კონგრესმენის თქმით, როგორც უმსხვილესმა ინვესტორმა, „ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ“ საქართველოში დიდ ბრიტანეთს გადაუსწრო.

"ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმის წყალობით, „ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ“ (CCP) საქართველოში დიდ ბრიტანეთს გადაუსწრო, როგორც უმსხვილესმა ინვესტორმა. CCP-ის „ინვესტიციები“ ყოველთვის დამანგრეველია და მიზნად ქვეყანაზე კონტროლის დამყარებას ისახავს. „ქართული ოცნება“ საქართველოს "ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე“ ყიდის“, - წერს უილსონი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 8 სექტემბერს მიერ გამოქვეყნებული პირველადი მონაცემებით, 2026 წლის II კვარტალში საქართველოში უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს 219.5 მილიონი დოლარით, ხოლო მეორე ადგილზე დიდი ბრიტანეთია 123.5 მილიონი დოლარით.