ყველა აცნობიერებს, რომ ივანიშვილი კულისებიდან მართავს ყველაფერს. ის არის რეალური ადამიანი, ვინც არის პასუხისმგებელი მიტაცებულ სახელმწიფოზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფრის უკან კი კრემლი დგას.

"უამრავი ქართველი აცნობიერებს, რომ ეს ინსტიტუცია არის მარიონეტი ინსტიტუცია ერთი პარტიის ხელში და ეს პარტია არის ერთი ადამიანის ხელში. ეს ნიშნავს იმას, რომ დიქტატურა მყარდება. 

ყველა აცნობიერებს, რომ ივანიშვილი კულისებიდან მართავს ყველაფერს. ის არის რეალური ადამიანი, ვინც არის პასუხისმგებელი მიტაცებულ სახელმწიფოზე.  ეს არის მნიშვნელოვანი მაგალითი სხვა ქვეყნისთვის, თუ რა მარტივია ქვეყნის მიტაცება შიგნიდან, დარტყმის გარეშე და არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ყველაფრის უკან კრემლი დგას. ახლა გადაწყვეტილება ევროკავშირმა უნდა მიიღოს, ახლა წევრი სახელმწიფოების ლიდერები არიან პასუხისმგებელი. უნდა დასანქცირდნენ, სულ მცირე ისინი, ვინც ახლოს არის ივანიშვილთან, ისინი, ისინი, ვინც გადაწყვეტილებებს იღებენ სასამართლოში, ვინც უსამართლოდ და უკანონო გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოში, ვინც დევნის ადამიანებს, პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს. 

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სანქციებზე, არ ვგულისხმობთ მხოლოდ ბიძინას. სანქციები უნდა დაუწესდეს ყველას, ვინც პასუხისმგებელია",  - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ "ტვ პირველთან" ინტერვიუში.