დღეს, 21-ე საუკუნეში არ არსებობს გადაუჭრელი საინჟინრო პრობლემა, მაგრამ პრობლემა არის იმ ადამიანების თავებში, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, -  ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სანიაღვრე სისტემების გაუმართაობა არასწორი ორგანიზაციის ბრალია.

"როცა ხდება ურბანიზაცია, როცა იქმნება ახალი საცხოვრებელი სივრცე და კომერციული ფართები, მათ სჭირდებათ წინასწარ გათვლილი და დაგეგმილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ზუსტად იგივე რამ სჭირდება მიწისქვეშა კომუნიკაციებს და სანიაღვრე სისტემებს. ჩვენ პრობლემა იმის კი არ გვაქვს, რომ მტკვარმა ვერ გაატარა ამდენი წყლის ნალექი, არამედ გვაქვს პრობლემა, რომ მოსული ნალექი ვერ მივიდა მტკვართან. რა პრობლემაც გვაქვს საავტომობილო სფეროში, იგივე პრობლემაა სანიაღვრე სისტემებშიც იმიტომ, რომ არ არის სწორად დაორგანიზებული, არ არის მოვლილი, არის სხვა უამრავი პრობლემა და რადგან ეს სანიაღვრე სისტემა ამ წყლის მასას ვერ ატარებს, იტბორება ყველაფერი.

დღეს, 21-ე საუკუნეში არ არსებობს გადაუჭრელი საინჟინრო პრობლემა, მაგრამ პრობლემა არის იმ ადამიანების თავებში, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს", - განაცხადა ვასო ურუშაძემ.