"ფორმულას" ტელეწამყვანი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს.

მას დღევანდელ სასამართლო სხდომაზე  პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო, 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე ზვიად ცეკვავამ შეუფარდა.

ვახო სანაია სხდომას არ დასწრებია.