"მთავარი არხის" ინფორმაციით, ოლიგარქის დეპუტატები, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე სასამართლოს ჩანიშვნამდე, აბუ-დაბის წინასწარი დაკავების იზოლატორში, 1 თვეს გაატარებენ.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში არ ადასტურებენ ინფორმაციას, თითქოს ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე აბუ-დაბის წინასწარი დაკავების იზოლატორში ერთ თვეს გაატარებენ.

"საქართველოს საელჩო აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რაც შეგვიძლია ვთქვათ, სამართალდამცველების მხრიდან მიმდინარეობს მომხდარის შესწავლა, რაშიც ბუნებრივია, ჩართული არიან ინციდენტში მონაწილე პირები“, – განაცხადეს საელჩოში.

13 იანვარს აბუ-დაბიში მყოფი ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.