საუბარი უფრო იქნება იმაზე, თუ რა შეიძლება დამატებით გააკეთოს გერმანიამ საქართველოში მიმდინარე პროცესში, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან მიხაელ როთთან შეხვედრის წინ განაცხადა.

 მისივე თქმით, როთის საქართველოში ჩამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია.

"ეს არის ადამიანი, რომელსაც წლების განმავლობაში ეკავა მაღალი თანამდებობა, მათ შორის ის არის დაინტერესებული საქართველოში მიმდინარე ვითარებით და ზოგადად კავკასიის პრობლემებით და ის აპირებს, რომ ამ მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას.

შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში ჩამოსვლა. მე არ მგონია, რომ ინფორმაციის ნაკლებობა ჰქონდეს, ის თვალყურს ადევნებს ყველაფერს, მაგრამ საუბარი უფრო იქნება იმაზე, თუ რა შეიძლება დამატებით გააკეთოს გერმანიამ საქართველოში მიმდინარე პროცესში", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ოპოზიციური პარტიის ლიდერები  გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს მიხაელ როთს ხვდებიან.