პირდაპირ ამბობს ხელისუფლება, რომ ჩვენ გვჭირდება კანონი და ამით უნდა მოვაწესრიგოთ მედიასივრცე ისე, როგორც გვინდა ჩვენ, - ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წევრმა ზვიად ქორიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" უნდა, რომ მედია დასაჯოს.

"ქართულ ოცნებას" უნდა, რომ მედია დასაჯოს, შესაბამისად, ასეთი ტიპის ჩანაწერები, რომლითაც  დღეს შეიძლება ვაკონტროლოთ, რას იტყვის მედიასაშუალება, როგორ შეაფასებს ის მოვლენას და როგორ მიაწვდის საზოგადოებას ამ ინფორმაციას, თვითრეგულირების სფეროში კი აღარ იყოს, არამედ საერთოდ აღარ არსებობდეს. რეალურად, პირდაპირ ამბობს ხელისუფლება, რომ პროფესიული ეთიკა აღარ არსებობს და აღარ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება კანონი და ამით უნდა მოვაწესრიგოთ მედიასივრცე ისე, როგორც გვინდა ჩვენ და ესაა დიქტატურა, ესაა თავისუფალი მედიის მოსპობა", - განაცხადა ზვიად ქორიძემ.

კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში 15:00 საათზე "ქართული ოცნების" საჩივრის განხილვა დაიწყება, რომელიც სამი მედიის წინააღმდეგაა შეტანილი.