ბათუმი-ხულოს ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, სოფელ წონიარისთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა, რომელიც ბათუმის კლინიკაშია გადაყვანილი. 

ადგილობრივების ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტოსაგზაო შემთხვევისას წესების დარღვევას გულისხმობს.