მაღაროელი მირზა ლოლაძე, რომელსაც პროტესტის ნიშნად პირი აქვს ამოკერილი და მშრალ შიმშილობაზე იმყოფება, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჭიათურაში უწყვეტი საპროტესტო აქციის 127-ე და შიმშილობის 16-ე დღეა.

შიმშილობს შვიდი ადამიანი, მათგან ერთი საპატიმროში, სამს პირი აქვს ამოკერილი, ორი კი მშრალ შიმშილობაზე იმყოფება.

მაღაროელების ინფორმაციით, ასევე, მძიმეა ტარიელ მიქაცაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მოშიმშილეების მთავარი მოთხოვნა დაკავებული მაღაროელების გათავისუფლებაა.

29 აპრილს ჭიათურის 4 მაღაროელი დააკავეს. მათ შუქრუთის მაღაროს დირექტორისთვის ფიზიკური დაზიანების მიყენება ედებათ ბრალად, რაც 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.