ქარელში მამაკაცმა ბენზინის წაკიდების შედეგად დამწვრობა მიიღო - Qartli.ge-ს ცნობით, ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გადაიყვანეს. დაშავებული მამაკაცი ტაქსის მძღოლია.

შემთხვევა გუშინ მოხდა. როგორც "ქართლის ამბებს" კლინიკაში განუცხადეს, დამწვრობა 70-80% შეადგენდა, რის გამოც პაციენტი თბილისში გადაიყვანეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.