კონგოს რესპუბლიკაში საქართველოს თავდაცვის ძალების თადარიგის ოფიცერი, სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური ტრაგიკულად დაიღუპა.

შემთხვევა 17 ივნისს მოხდა. 

საბჭოთა წარმოების "სუ 25-ის" ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი საბრძოლო ოპერაციის დროს კატასტროფაში მოჰყვა.

პილოტმა კატაპულტირება მოასწრო, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ზვიად ბექაური 28 ივლისს სამხედრო პატივით დაკრძალეს.

ის აფხაზეთის, სამაჩაბლოსა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომების ვეტერანი იყო.