საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მუნიციპალური ავტობუსი მოულოდნელად გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. დაღუპული ავტობუსის მძღოლია.

ავტობუსში იმყოფებოდა ორი მგზავრი, რომლებიც მცირე დაზიანებებით საგარეჯოს „ჯეოჰისპიტალის“ კლინიკაში გადაიყვანეს და პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ გაწერეს.