სამეგრელოში ავტოავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, კერძოდ კახათში დღეს მოხდა.

მაღალი სიჩქარით მიმავალი ავტომობილი ღობეს შეეჯახა, რის შედეგადაც ავტომობილში მყოფი ორივე პირი დაიღუპა.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.