სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ეპიცენტრი ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით, 22 კილომეტრში, სოფელ სამებასთან იყო.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ეპიცენტრი ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით, 22 კილომეტრში, სოფელ სამებასთან იყო.
1725738866
"ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები, რომლებიც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში გამოხატავენ ზუსტად ქართველი ხალხის ინტერესებს, ემთხვევა იმ მოსაზრებას, რომელიც არის საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილში. ეს არის 26 ოქტომბრის არჩევნებში საქართველოს მოქალაქეების ნების დაფიქსირების ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ასახვა, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა აირჩიონ ევროპის კავშირი, უნდა აირჩიონ კეთილდღეობა, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა აირჩიონ სიმდიდრე და ზოგადად ის, რაც არის ჩვენი მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ყოველდღიურობა და ეს ყოველდღიურობა პირველ რიგში არის ზუსტად დემოკრატია. თქვენ იცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში და სენატში დარეგისტრირებულია 2 ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომლის განხილვაც სექტემბერში უნდა დასრულდეს... ეს არის უსაფრთხოების გარანტიების დაცვა და მეორეს მხრივ არის იზოლაცია, რომელსაც გვთავაზობს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება.რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეების პოზიცია, არის შემდეგი, 26 ოქტომბრის არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილი დამარცხდება და საქართველოს მოქალაქეების ნება აღსრულდება. ეს ნება იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა", - განაცხადა დეკანოიძემ.
1725738856
არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მადუროს მთავრობის ქმედებები შეიძლება იყოს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული.სამინისტრო აცხადებს, რომ ორშაბათს, 9 სექტემბერს, ბუენოს-აირესი სასამართლოს მადუროს და მისი მთავრობის სხვა წევრების დაპატიმრების ორდერის გაცემის მოთხოვნით მიმართავს."საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების დროს შეგროვებული მტკიცებულებები და 28 ივლისს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები საკმარისი ელემენტებია ზემოაღნიშნული დაკავების ორდერის გაცემის მართებულობის განსახილველად", - აღნიშნულია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.ვენესუელის საარჩევნო ორგანომ ივლისში გამართულ არჩევნებში გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გამოაცხადა, თუმცა ოპოზიციის განცხადებით, ხმის მიცემის შედეგები აჩვენებს, რომ არჩევნებში გონსალესმა გაიმარჯვა. მადუროს გამარჯვებულად გამოცხადებას ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. არჩევნების შემდეგ ხელისუფლებამ 2 400-ზე მეტი ადამიანი დააკავა. საპროტესტო აქციების დროს დაიღუპა სულ მცირე 23 ადამიანი, ათობით დაშავდა.გაერომ, აშშ-მა, ევროკავშირმა და რიგმა ქვეყნებმა დაგმეს ოპოზიციის მიმდინარე რეპრესიები.რამდენიმე დღის წინ ვენესუელის სასამართლომ ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის ედმუნდო გონსალესის დაკავების ორდერი გასცა.ავტობუსის ყოფილი მძღოლი ნიკოლას მადურო ხელისუფლებაში ვენესუელაში 2013 წელს უგო ჩავესის გარდაცვალების შემდეგ მოვიდა.
1725738844
11:30 საათზე - "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის ოფისში, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თამარ კორძაია ბრიფინგს გამართავს.თემა: საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებამისამართი: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4, სართული 4საკონტაქტო პირი: ნათია ქაქუჩაია 598 733 902 12:00 საათზე - ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი, იმერეთის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარე თემურ ცამციშვილთან ერთად ბრიფინგს გამართავს.თემა: ქუთაისის პოლიტიკური ფუნქციის წართმევა და დემოგრაფიული კატასტროფამისამართი: ქუთაისი აბაშიძის 24საკონტაქტო პირი: თემურ ცამციშვილი 595 11 45 04 14:00 საათზე - თერჯოლაში, პირველი სკოლის შენობასთან, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი და იმერეთის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარე თემურ ცამციშვილი ბრიფინგს გამართავენ.თემა: მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის გაფლანგული თანხები და განადგურებული ინფრასტრუქტურამისამართი: თერჯოლა რუსთაველის ქუჩა 113საკონტაქტო პირი: თემურ ცამციშვილი 595 11 45 04 16:00 საათზე - ორგანიზაცია "კავშირი სიცოცხლისთვის" და დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ბავშვთა სიმსივნეების შესახებ ცნობიერების ამაღლების ღონისძიებას გამართავს. ღონისძიების მონაწილე პაციენტები საკუთარ გამოცდილებაზე და საქართველოში არსებულ ჯანდაცვის პროგრამებზე ისაუბრებენ.საკონტაქტო პირი: გვანცა აფხაიძე 571070077
1725738836
კურომოუფრთხილდით ჯანმრთელობას, ნუ გადატვირთავთ ნერვულ სისტემას, ყურადღებით იყავით გზებზე, თავი შეიკავეთ ზედმეტი პრეტენზიებისგან.ტყუპებიელოდეთ კარგ სიახლეებს, ახლა ზედმეტი ძალისხმევა არ დაგჭირდებათ თქვენი მიზნების მისაღწევად.კირჩხიბინუ იქნებით ზედმეტად გულღია. ეცადეთ, ბუნებაში გახვიდეთ და დაისვენოთ. დღეს, შესაძლოა, საჩუქარიც მიიღოთ.ლომისაჭიროება მოითხოვს დროულად და სწრაფად იმოქმედოთ, გააკონტროლეთ სიტუაცია, არ მოადუნოთ ყურადღება, თქვენი ძალისხმევა სათანადოდ დაფასდება.ქალწულინუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს და ნუ იფიქრებთ რომ ვინმეს მოტყუებას შეძლებთ. მოუსმინეთ გარშემომყოფებს და იყავით რეალისტი. გახსოვდეთ, კვირას დასვენება აუცილებელია.სასწორინუ იზარმაცებთ, მაგრამ ძალიანაც ნუ დაიტვირთავთ თავს, ზომიერად გადაანაწილეთ თქვენი ძალა, ენერგია და ყველაფერს კარგად გაართმევთ თავს.მორიელიწარმოქმნილი გარემოებები გაიძულებთ, შეცვალოთ თქვენი უახლესი მიზნები და გეგმები, მაგრამ ყველაფერი უკეთესობის მომტანი იქნება.მშვილდოსანიყურადღება მიაქციეთ ახლობლებს, რომლებიც თქვენს დახმარებას ელიან, მომავალში, მათი მხარდაჭერა ძალიან კარგად იმოქმედებს თქვენს საქმიანობაზე.თხის რქანუ გაანაწყენებთ ირგვლივ მყოფებს თქვენი დაუფიქრებელი ქმედებით. იყავით რეალისტი და ერიდეთ ინტრიგებს.მერწყულინუ შეუშინდებით წარმოქმნილ დაბრკოლებებს, შეინარჩუნეთ ემოციური წონასწორობა და სიმშვიდე, მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.თევზებიყურადღება მიაქციეთ კვების რეჟიმსა და დასვენებას. ახლა განტვირთვა ძალიან გჭირდებათ, რადგან მნიშვნელოვანი კვირა იწყება.
1725734835
"არ მჭირდება კითხვები, გეტყვით ერთ რამეს. დასაწყისში რომ გითხარით - გამარჯვება იქნება, გამარჯვება არის და გამარჯვება ასე იქნება ბოლომდე. ყველა გამარჯვებას ველოდი და ველოდები, გაიგეთ როგორც გინდათ, ყველა გამარჯვებას ველოდები", - განაცხადა ზურაბიშვილმა რესპუბლიკის მოედანზე, სადაც ის მოსახლეობასთან ერთად ნაკრების მატჩს უყურებდა.ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ჩეხეთი 4:1 დაამარცხა.გოლები გაიტანეს ხვიჩა კვარაცხელიამ, გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა, გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი ქოჩორაშვილმა.
1725732402
საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი 4:1 დაამარცხა.გოლები გაიტანეს - ხვიჩა კვარაცხელიამ, გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა, გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი ქოჩორაშვილმა.საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას ტირანაში გამართავს – „ჯვაროსნები“ ალბანეთის ნაკრებს 10 სექტემბერს ესტუმრებიან.
1725719956
ადგილობრივების ინფორმაციით, საწვავმზიდს ერთ-ერთი კომპანიის ანძისთვის საწვავი გადაჰქონდა, რა დროსაც ის სიმაღლიდან გადავარდა.მძღოლი ადგილზე დაიღუპა.სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.ფოტო: "მთავარი"
1725719458
მისივე თქმით, უკრაინაში მისი დახურვა ტექნიკურად რთულია, მაგრამ შესაძლებელია."ტელეგრამი“ მავნებელია, მე არასდროს მეშინოდა ამის თქმის. ეს არის საფრთხე ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ამას აბსოლუტურად პირდაპირ ვამბობ და ეს დოკუმენტურადაც გაგვიკეთებია. ჩვენი კვლევების თანახმად, „ტელეგრამი“ არის საზოგადოებაში ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო. მან აბსოლუტურად ყველაფერს გადაუსწრო.მე არ ვემხრობი, რომ უბრალოდ ავდგეთ და დავხუროთ ის. ეს საკმაოდ რთული გასაკეთებელია, თუმცა შესაძლებელი. მე ვემხრობი იმას, რომ მოხდეს „ტელეგრამის“ ყველა არხის „გაფიზიკურება“. თუ გინდა რამე ამბების გავრცელება – კეთილი, დარეგისტრირდი, რათა ყველამ იცოდეს, რომ ეს არხი არის რუსეთის მოქალაქის ან უკრაინის მოქალაქის. და მაშინ მას დაეკისრება პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ბუდანოვმა.