თელავში უხვი ნალექის შედეგად გვიან ღამით მდინარე თელავის ხევი ადიდდა და კავკასიონისა და ალაზნის ქუჩები დატბორა. 

სტიქიის შედეგად დატბორილია ქუჩები, საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები, აფთიაქები, კომერციული და საჯარო შენობები, დანგრეულია ხიდი.

დაზიანებულია გაზმომარაგების სისტემა და ელექტროგადამცემი ხაზები, ათასობით აბონენტს ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია არ მიეწოდება. 

კახეთის გუბერნატორის ინფორმაციით, სტიქიით გამოწვეული ზარალი დიდია, შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს სალიკვიდაციო სამუშაოებს.