თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ სიმონეთთან ახლოს, ხელოვნურ ტბაში 23 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს.
ახალგაზრდას რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.
ამ დროისთვის, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ სიმონეთთან ახლოს, ხელოვნურ ტბაში 23 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს.
ახალგაზრდას რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.
ამ დროისთვის, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია.
1736936815
ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილს მიმართა, რომ საზოგადოება ყოველთვის იმარჯვებს."ფაქტია, რომ ახალი წლების მერე დაწყებულია რეპრესიების, დაჭერების, დაშინების ახალი ტალღა, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ გააჩეროს ის პროტესტი, რომელიც არ გაჩერდება. ჩვენ გადავედით ახალ ეტაპზე რუსული რეჟიმისა, რომელიც აშკარად იყენებს ყველა იმ საშუალებას, რაც ახასიათებდა თავის დროზე და ახასიათებს დღესაც რუსულ პუტინის რეჟიმს.მინდა, ვუთხრა ბატონ ივანიშვილს, რომ ის მცდელობა, რომელიც აშკარად არის პროვოცირება კიდევ უფრო მძაფრი დაპირისპირების, რომ ეს გადაიზარდოს ან დაგვაშინოს, რომ ეს გადაიზრდება სამოქალაქო დაპირისპირებაში, ეს არის წარმოუდგენელი, საქართველოში არ არსებობს ორი მხარე, არსებობს საზოგადოება და არსებობს ისინი, ვინც არიან ძალადობის მატარებლები, იქნებიან ეს დეპუტატები თუ კერძო ადამიანები, რომლებიც თავის თავს ნებას აძლევენ სოციალურ ქსელში გააჟღერონ ის ძალადობის გზავნილები, ესენიც არიან მონაწილე იმ ძალადობრივი რეჟიმის. ასე რომ, ერთ მხარეს არის რეჟიმი, საზოგადოება მეორე მხარეს. ამ შემთხვევაში, ბატონო ივანიშვილო, საზოგადოება ყოველთვის იმარჯვებს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
1736935310
“მინდა ბრიუსელიდან გამოვეხმაურო “ქართული ოცნების” დეპუტატებად წოდებული ზონდერ ბრიგადის მხრიდან გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე ჯგუფური თავდასხმის ფაქტს.ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკური შურისძიებისა და ძალადობის მაგალითი, არამედ იმგვარი სამოქალაქო დაპირისპირების და განუკითხაობისკენ ქვეყნის ბიძგება, რაც ბნელ 90-იანებს ჩაბარდა და რამაც ღრმა ეროვნული ტრავმა დატოვა თაობებში.ეს არის ქვეყნის მტრობა, ღალატი, რუსული ოცნება, დასტური იმისა, რომ ან ჩვენ გავაგდებთ (დიახ, გავაგდებთ, მომედავოს ახლა იმედი) ივანიშვილს, ან ის გაანადგურებს არა მხოლოდ ქართულ სახელმწიფოს, რომელიც უკვე ჩამოანგრია, არამედ ქვეყანას და ქართველ ხალხს.ჩემი სრული სოლიდარობა გიორგი გახარიას და ზვიად ქორიძეს.საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს!” - წერს თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში.
1736935011
მისივე თქმით, ამერიკა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს მომენტში მტკიცე მხარდაჭერას განაგრძობს."MEGOBARI ამერიკა ქართველი ხალხის გვერდით დგას და საქართველოსთვის ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას განაგრძობს! ეს განწყობაა კონგრესმენებთან ყველა ოფიციალურ შეხვედრაზე, რომელსაც ამ დღეებში ვაშინგტონში ვმართავთ. დღეს განსაკუთრებით ემოციური და ამავდროულად საქმიანი შეხვედრა გვქონდა ქართველი ხალხის დიდ გულშემატკივართან და უკვე ჩვენს მეგობართან, კონგრესმენ Joe Wilson-თან, რომელსაც ხალხის რჩეული, გამარჯვებული ოპოზიციის ერთობლივი დოკუმენტი გადავეცით.კონგრესმენი საქართველოს მართლაც, რომ დიდი გულშემატკივარია, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ზედმიწევნით დეტალური ინფორმაცია აქვს, კაბინეტში საქართველოს დროშაც უკიდია და თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართული საზოგადოების ძლიერი მხარდამჭერია.ახალი ადმინისტრაცია სრულად იზიარებს ქართველი ხალხის სამართლიან მოთხოვნებს - დაინიშნოს ახალი არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და რაც მთავარია - აღდგეს კონსტიტუციური სამართალი და საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ კურსს!",- წერს მამუკა ხაზარაძე.
1736931156
თვითმხილველების ინფორმაციით, ტრაილერი და ოთხი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ტრაილერი გადაბრუნდა და ავტომობილებს დაეცა.ავარიის შედეგად მიღებული ტრავმებით 4 ადამიანი ადგილზე დაიღუპა. დაშავდა ერთი, რომელიც გურჯაანის კლინიკაშია გადაყვანილი.
1736930940
მისი თქმით, თვითდასაქმებულები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და შემდეგ გაფიცვის ბოლოს რუსთაველზე გააგრძელებენ პროტესტს."მეგობრებო, დღეს, 15 იანვარს, 15:00 საათზე საქართველოში გამაფრთხილებელი გაფიცვა გაიმართება. მოგიწოდებთ გაფიცულებს, დაკეტეთ კარი და დადექით თქვენი სამუშაო ადგილის წინ. სასურველია, თან იქონიოთ დროშები, ან ტრანსპარანტები წარწერებით - "გავიფიცე" , "თავისუფლება სინდისის პატიმრებს", "ვითხოვთ ახალ არჩევნებს". ჩართეთ "ლაივები", გადაიღეთ ფოტოები და განათავსეთ სოციალურ მედიაში Hasthag-ით - იფიცება საქართველო.თვითდასაქმებულები, ისინი, ვინც ოფისიდან არ ვმუშაობთ, ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე. გაფიცვის დასრულების შემდეგ ვიკრიბებით რუსთაველზე და ვუერთდებით ყოველდღიურ პროტესტს პარლამენტის შენობასთან. ჩვენი მოთხოვნები უცვლელია - გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები, დაინიშნოს ახალი არჩევნები!", - განაცხადა ლაშა ბუღაძემ.დღეს, 15:00 საათიდან საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა "იფიცება საქართველო" იწყება. გაფიცვაში მონაწილეობას 296 კომპანია იღებს.
1736930093
"სევდიანი დღე საქართველოში. გასულ კვირას, შობის დღესასწაულზე ყველა საუბრობდა სიყვარულსა და მშვიდობაზე, ბედნიერ ახალ წელსა და ერთიანობაზე დროშის დღეს. მიუხედავად ამისა, პოლიტიკური რეპრესიები და ძალადობა იზრდება. ეს საქართველოს ევროკავშირისგან სულ უფრო მეტად აშორებს. ეს ასე არ უნდა იყოს. ასე არ უნდა იყოს", - წერს გერმანიის ელჩი.
1736929399
ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა."მინდა, შევეხო დედაქალაქისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს - სატრანსპორტო პოლიტიკას. იცით, რომ ამ მიმართულებით პირველივე დღიდან არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ, რომელიც ბევრი კომპონენტისგან შედგება. ჩვენთვის მთავარია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ კომფორტული, დედაქალაქში გადაადგილება იყოს სწრაფი, რისთვისაც ხორციელდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო. გარდა ამისა, სრულად განვაახლეთ ავტობუსების პარკი, მიკროავტობუსები, მიმდინარეობს მეტროზე მუშაობა, გამოცხადებული გვაქვს ტენდერი ვაგონების შესყიდვაზე, სრულად შევცვალეთ ძალოვანი კაბელები, ასევე, მოვაწესრიგეთ გამნიავებელი სისტემები და ახალი აგრეგატები იქნა დაყენებული. ვიწყებთ მეტროსადგურების განახლებასაც“, - განაცხადა თბილისის მერმა.მისივე თქმით, აღნიშნული რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ელექტრომობილების წახალისებას."ვაცხადებთ აუქციონს ელექტროდამტენების მონტაჟზე, რომელზე მოთხოვნაც უფრო და უფრო მზარდია. აღნიშნული აუქციონის ფარგლებში, დედაქალაქის ტერიტორიაზე, ელექტროდამტენი 200-მდე ლოკაციაზე დამონტაჟდება. აუქციონი გამოცხადდება სამ ლოტად. თითოეულ ლოტში თანაბრად გადანაწილდება დასამონტაჟებელი დამტენების რაოდენობა; თითოეული მათგანი უნდა იყოს სწრაფად დამტენი აპარატი; აუქციონში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება, აპარატები დაამონტაჟოს და ფუნქციონირება დაიწყოს არაუგვიანეს რვა თვის განმავლობაში; საიჯარო ვადა იქნება 10 წელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, აღნიშნული აუქციონის დასრულების შემდეგ, მოსახლეობას ელექტრომობილების მომსახურება კიდევ უფრო გაუმარტივდება, მთლიანობაში კი პროცესი ხელს შეუწყობს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის წახალისებას, რაც თავის მხრივ, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შემცირებასა და ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება.კახა კალაძემ მოუწოდა ბიზნესის წარმომადგენლებს, დაინტერესდნენ აღნიშნული პირობებით და აუქციონში ჩაერთონ.მისივე თქმით, განაცხადების მიღება 20 კალენდარული დღის განმავლობაში იწარმოებს.
1736929270
დედაქალაქის მერმა მოსახლეობას ახალი წელი კიდევ ერთხელ მიულოცა და ჯანმრთელობასთან ერთად, მშვიდობა უსურვა."კიდევ ერთხელ მინდა, მოგილოცოთ ახალი წელი და თითოეულ მოქალაქეს პირველ რიგში, ვუსურვო ჯანმრთელობა, მშვიდობა, სიმშვიდის შენარჩუნება. დღეს არაფერია იმაზე ძვირფასი, ვიდრე მშვიდობა. რაც ყველაზე მეტად გვჭირდება, ისაა, რომ გრძელვადიანად შევინარჩუნოთ სიმშვიდე ქვეყანაში, რაც, რა თქმა უნდა, გვაძლევს შესაძლებლობას, ქვეყანა განვითარდეს, წინ წავიდეს და კეთილდღეობა იგრძნოს ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ. მინდა, 2025 წელი წარმატებული იყოს თითოეული ჩვენგანისთვის და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს, რომლებიც საახალწლო ღონისძიებებში იყვნენ ჩართული."2025 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დასრულდა, რომელიც 25 დღის განმავლობაში, სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა.მინდა, გაწეული შრომისთვის მადლობა გადავუხადო მერიის თითოეულ თანამშრომელს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დღესასწაულის შექმნაში წვლილი შეიტანა. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ყველა იმ კომპანიას, ვინც შესაბამის სამსახურებთან ერთად, ჩართული იყო „საახალწლო სოფლის“ ღონისძიებების ორგანიზებაში და აუცილებლად მეწარმეებს, რომელთა გარეშე საახალწლო ბაზარი წარმოუდგენელი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან ბევრი შეურაცხყოფა, შემოტევები, ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ „საახალწლო სოფელს“ ემუშავა გამართულად. კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნის მათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.აქვე, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ მომავალ წელს საახალწლო სივრცე კიდევ უფრო დიდი იქნება, სადაც საკუთარი პროდუქციის გაყიდვის შესაძლებლობა მეტ მეწარმეს მიეცემა.„გპირდებით, რომ მომავალი წლისთვის ჩვენი საახალწლო სივრცე იქნება კიდევ უფრო დიდი და მასშტაბური, სადაც შევეცდებით, ყველა ადამიანს, მეწარმეს დავეხმაროთ და მივცეთ შესაძლებლობა, საკუთარი პროდუქციის გაყიდვა მოახერხონ. მადლობა მინდა, გადავუხადო არტისტებს, მსახიობებს, ბენდებს, ყველა ქართველ შემსრულებელს და შემოქმედებით ჯგუფებს წარმატებული თანამშრომლობისთვის. მათი მისამართითაც იყო შეურაცხყოფა, ბულინგი, თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს ადამიანები დადგნენ თბილისელების, ხალხის გვერდით და თავიანთი შემოქმედებით გაალამაზეს ჩვენი დედაქალაქი. მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, მხარდაჭერისთვის, დახმარებისთვის. ნებისმიერ საკითხში, ნებისმიერ თემაზე, ყველას, თითოეულ თქვენგანს ექნება მაქსიმალური თანადგომა და მხარდაჭერა“, - განაცხადა თბილისის მერმა.რაც შეეხება საციგურაო ყინულის მოედანს, კახა კალაძის თქმით, დატვირთულობისა და დიდი მოთხოვნის გათვალისწინებით, ის 21 იანვრამდე იფუნქციონირებს.
"ადამიანი, რომელსაც საქართველოს ბედი უჭირავს ხელში, ეს არის მაკრონი, მნიშვნელოვანი ფიგურაა"
1736255908
კახა გოგოლაშვილი - არსებობს უკვე კონკრეტული ადამიანების სია და გადაცემული აქვთ მათ, ვინც არ უნდა შეუშვან
1736241739
ფიცო უკრაინას ამჯერად ლტოლვილებისთვის დახმარების შემცირებით ემუქრება
1735842139
ტრაგედია საბერიოში - ხანძრის შედეგად 5 ბავშვი დაიღუპა
1736074464
გია ხუხაშვილი - ასეთი ზურგი მხოლოდ რუსეთისგან აქვთ და ეს ნარატივით რუსეთიდან მოდის
1736324090