წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩქვალერში, ინწრას ხეობაში პოლონელი ტურისტი ჩანჩქერში გადავარდა და დაიღუპა, - ინფორმაციას წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"რამდენიმე წუთის წინ ტრაგედია დატრიალდა ინწრას ხეობაში. პოლონელი ტურისტი 1989 წ დაბადებული გოგონა ჩანჩქერში გადავარდა. ის გარდაცვლილია. მობილიზებულია პოლიცია", - წერს ბელქანია.

ტურისტის ცხედარი ჩანჩქერიდან უკვე ამოასვენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.