400-ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებული ახალგაზრდები მოსამართლე ნათია გუდაძემ კვლავ პატიმრობაში დატოვა. 

ადვოკატები ორივე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და მათ გათავისუფლებას ითხოვდნენ. 

პროცესზე შეუძლოდ გახდა საბა მეფარიშვილის დედა, რის გამოც სხდომა რამდენიმე წუთით შეწყდა.

19 წლის ომარ ოკრიბელაშვილი და 23 წლის საბა მეფარიშვილი 12 მაისს დააკავეს.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საპროტესტო აქციაზე პარლამენტის შენობის დროებითი ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულ ომარ ოკრიბელაშვილს და საბა მეფარიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.