თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა აქციების დროს დაკავებული 21 წლის გიორგი მინდაძე დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 5 წლით აღკვეთა მიუსაჯა.

დღევანდელ პროცესზე გიორგი მინდაძემ საბოლოო სიტყვით ისარგებლა და განაცხადა, რომ დაკავებული აქტივისტები მხარდაჭერის გარეშე არ უნდა დარჩნენ.

მანამდე კი სასამართლოს შენობაში მანდატურებს და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება იყო, რის გამოც რამდენიმე მოქალაქე შენობიდან გააძევეს.

21 წლის გიორგი მინდაძეს გამოძიება მინდაძეს პიროტექნიკის საშუალებით პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა. 

გიორგი მინდაძე 2024 წლის პირველ დეკემბერს დააკავეს.