"ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. 

შემდეგი სასამართლო პროცესი 13 ნოემბერს ჩაინიშნა.

ლუკა კურტანიძეს პროკურატურამ ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებისა და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის მუხლით წარუდგინა, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.