ნამდვილად მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება, რადგან ვიცი, რომ მამა ანდრიას ბევრად უფრო მეტი უნდოდა, - ამის შესახებ წმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურმა დოროთე ყურაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ეკლესია ცდილობს, შუქი ჩააქროს და თავად მან კი შუქი აანთო. 

"რუსეთის ეკლესია ცდილობს, შუქი ჩააქროს და მე შუქი ავანთე. რუსეთს უნდა, რომ საქართველოში არცერთმა მღვდელმა რუსეთის საწინააღმდეგო არაფერი თქვას, ამის თქმას ვერ ბედავს თითქმის ვერცერთი ეპისკოპოსი და ვერცერთი მღვდელი იმიტომ, რომ დასჯიან, მაგრამ მე გავბედე.

ნამდვილად მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება, რადგან ვიცი, რომ მამა ანდრიას ბევრად უფრო მეტი უნდოდა. უნდოდა საერთოდ ეკლესიიდან გაშვება და განკვეთა. რაც შეეხება ხალხთან დგომას, რა თქმა უნდა, მე უფრო მეტს მოველოდი, მეტ სასჯელს, მეგონა, რომ მღვდლობიდანაც გამიშვებდნენ, თუმცა ეს ორი სასჯელი იქნებოდა და ერთბაშად რჯულის კანონში აკრძალულია, მაგრამ იმათ რჯულის კანონი არ აინტერესებთ, საერთოდ კანონები არ აინტერესებთ, ერთი ერთში ჰგვანან "ოცნებას". ამიტომ, ხალხის გვერდით ვარ და ვისაც ჩემი ხელით უნდა ზიარება, მობრძანდნენ", - განაცხადა მამა დოროთე ყურაშვილმა. 

არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლეს.