ბათუმის საქალაქო სასამართლოში "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართება.

დღევანდელ პროცესზე განიხილება, როგორც სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.

სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული.

წინა სასამართლო სხდომებზე პროკურატურამ მის მიერ წარმოდგენილი საქმის მოწმეების გამოკითხვა დაასრულა. ახლა კი სასამართლო დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებას მოისმენს.

მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.