შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ბინის გაქურდვის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ფარულად შეაღწია, სადაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ფულს და ძვირად ღირებულ ნივთებს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო, ასევე, ამოღებულია ქურდობისთვის საჭირო ხელსაწყოები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.