თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მამაკაცი მოკლეს.

მას სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.

არსებული ინფორმაციით, ბრმა ტყვია მოხვდა გამვლელს, რომელიც კლინიკაში გადაიყვანა.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაიწყო.

ფოტო: ჩემი ქალაქი მკლავს