დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ, სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა, - ამის შესახებ "უფლებები საქართველოს” განცხადებაშია აღნიშნული.

მისივე ცნობით, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლეილა ფოლადაშვილმა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობა.

“დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ. სასამართლომ კულანინს საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლეილა ფოლადაშვილმა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობა შეწყალებული დენის კულანინის საქართველოს ტერიტორიიდან გაძევების შესახებ.

დენის კულანინს განესაზღვრა 7 დღე საქართველოს ტერიტორიის ნებაყოფლობით დასატოვებლად.

"უფლებები საქართველო" აგრძელებს დენის კულანინის ინტერესების დაცვას მესამე, უსაფრთხო ქვეყანაში მის გამგზავრებამდე”, - აღნიშნულია განცხადებაში.

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული დენის კულანინი საპატიმროდან 28 აგვისტოს შეწყალების შედეგად გათავისუფლდა.