შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები, თბილისში, გიორგი ლეონიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ უცხო ქვეყნის მოქალაქის პირად ნივთებს და თანხას.

სამართალდამცველებმა ისინი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს და მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 11 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.