"კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სასამართლომ 4 000 ლარით დააჯარიმა და 3 წლით იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა. 

გადაწყვეტილება მოსამართლე დავით თეთრაულმა მიიღო.

მას "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ფეისბუკპოსტის გამო უჩიოდა.
 
შინაგან საქმეთა სამინისტრო ელენე ხოშტარიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173⁻16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავებოდა, რაც სახელმწიფო თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს. აღნიშნული კი 1500-დან 4000 ლარამდე ჯარიმას ან 45 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.