სულ რამდენიმე დღის წინ, გამომძიებელი შესულა ირაკლი ოქრუაშვილთან და ორი წლის წინანდელ რაღაც ბანალურ, ყოფით თემაზე ბრალი წაუყენებიათ, - ამის შესახებ დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბრალი ყოფით ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებაზე წაუყენეს.

"ირაკლი ოქრუაშვილი, იქიდან გამომდინარე, რომ რაც ვნახეთ ანალოგიურ საქმეებზე რა განაჩენებიც დადგა, არ დაესწრება პროცესებს, თვითონ ჩათვალა, რომ აზრი არ აქვს, არ აპირებს მოსვლას.

უნდა აღვნიშნო, სულ რამდენიმე დღის წინ, გამომძიებელი შესულა ირაკლი ოქრუაშვილთან და ორი წლის წინანდელ რაღაც ბანალურ, ყოფით თემაზე ბრალი წაუყენებიათ. ახლა დეტალები არ ვიცი, ჩავერთვები საქმეში და გავარკვევ, უბრალოდ ესეც ნიშანდობლივია, ასეთ დროს ორი წლის წინანდელ ყოფით პრობლემაზე, სამეზობლოში რაღაც შელაპარაკებაზე დღეს უყენებენ ბრალს. მეტი დეტალები არ ვიცი, სასამართლო ვიცი უკვე წინასწარ, რა განაჩენსაც მიიღებს. 

დარწმუნებული ვარ, როგორც სხვებთან იყო, გამონაკლისი არც აქ იქნება", - განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.